ცენტრალური მაშონალენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ცენტრალური მაშონალენდი
ინგლ. Mashonaland Central Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ადმ. ცენტრი Bindura
კოორდინატები 17°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 17.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. / -17.00000; 31.00000
ფართობი 28 347 კმ²
მოსახლეობა 1 152 520 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 40,66 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

ცენტრალური მაშონალენდი (ინგლ. Mashonaland Central Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბინდურა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 28 374 კმ²-ს. ცენტრალური მაშონალენდის პროვინციის ჩრდილოეთით გადის ზიმბაბვეს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკთან.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 152 520 ადამიანს[1][2][3][4]. ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 1992 2002 2012
563 407 835 862 998 265 1 152 520

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური მაშონალენდის პროვინციის რაიონები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • ბინდურა
  • ცენტენერი
  • გურუვე
  • მაუნტ-დარვინი
  • რუშინგა
  • შამვა
  • მაზოვე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]