ფორმულა ერთის სეზონი 1994

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაელ შუმახერმა (ფოტო გადაღებულია 2005 წელს) თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა

ფორმულა ერთის 1994 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 45-ე სეზონი. იგი 1994 წლის 27 მარტს დაიწყო, და 16 ეტაპის შემდეგ, 13 ნოემბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილზე „უილიამსის“ მრბოლელი, დეიმონ ჰილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ფერარის“ პილოტმა, გერჰარდ ბერგერმა დაიკავა. შუმახერი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა, რომელიც Ford-ის ძრავებს იყენებდა, შესაბამისად იგი უკანასკნელი ჩემპიონია, რომლის ბოლიდს Ford-ის ძრავი ჰქონდა.[1] კონსტრუქტორების ჩემპიონატი „უილიამსმა“ მოიგო.

1994 წლის სეზონი ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სკანდალური აღმოჩნდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპზე, სან-მარინოს გრან-პრიზე, ავარიების შედეგად დაიღუპნენ ავსტრიელი ახალბედა როლანდ რატცენბერგერი, და ბრაზილიელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, აირტონ სენა. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში მომხდარი ავარიების შედეგად დაშავდნენ როგორც პილოტები, ასევე მექანიკოსები, მაყურებლები და მარშალები.[2] ფია-მ შემდგომში უამრავი ცვლილება განახორციელა, რათა სპორტი უფრო უსაფრთხო გაეხადა.

1993 წლის ჩემპიონმა, ალენ პროსტმა, თავისი ტიტულის დაცვაზე უარი თქვა და სპორტიდან წავიდა.[3] 1994 წლის სეზონი უკანასკნელი იყო „ლოტუსისთვის“, რომელიც ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტში პირველად დაბრუნდა Mercedes-Benz, ამჯერად შვეიცარიული გუნდის, „ზაუბერის“ ტექნიკური პარტნიორის სახით. სეზონში 1990 წლიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა „ფერარიმ“, სანამ „მაკლარენმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი სეზონი გაატარა მოგების გარეშე. 1994 წელს სპორტში მონაწილეობა 46-მა პილოტმა მიიღო, მათგან 14-მა თავისი დებიუტი ჩაატარა. პილოტებს შორის ბევრი ე.წ „რენტა-დრაივერი“ იყო.

დეიმონ ჰილი მეორე ადგილზე გავიდა. იგი შუმახერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა

გუნდები და პილოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერჰარდ ბერგერი მესამე ადგილზე გავიდა. მან „ფერარის“ სეზონში მათი ერთადერთი გამარჯვება მოუტანა (ფოტო გადაღებულია 1991 წელს, როდესაც ბერგერი „მაკლარენისთვის“ ასპარეზობდა)

ფორმულა ერთის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას შემდეგი გუნდები და პილოტები იღებდნენ. ყველა გუნდს საბურავებით კომპანია Goodyear ამარაგებდა.

გუნდი კონსტრუქტორი შასი ძრავი მრბოლელი ეტაპები
დიდი ბრიტანეთის დროშა Rothmans Williams Renault უილიამსი FW16

FW16B

Renault RS6 3.5 V10 0[კომ 1] დიდი ბრიტანეთის დროშა დეიმონ ჰილი ყველა
2 ბრაზილიის დროშა აირტონ სენა 1–3
დიდი ბრიტანეთის დროშა დევიდ კულტჰარდი 5–6, 8–13
დიდი ბრიტანეთის დროშა ნაიჯელ მენსელი 7, 14–16
დიდი ბრიტანეთის დროშა Tyrrell Racing Organisation ტირელი 022 Yamaha OX10B 3.5 V10 3 იაპონიის დროშა უკიო კატაიამა ყველა
4 დიდი ბრიტანეთის დროშა მარკ ბლანდელი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Mild Seven Benetton Ford ბენეტონი B194 Ford EC Zetec-R 3.5 V8 5 გერმანიის დროშა მიხაელ შუმახერი 1–11, 14–16
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 12–13
6 ნიდერლანდების დროშა იოს ვერსტაპენი 1–2, 7–14
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 3–6
დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 15–16
დიდი ბრიტანეთის დროშა Marlboro McLaren Peugeot მაკლარენი MP4/9 Peugeot A6 3.5 V10 7 ფინეთის დროშა მიკა ჰაკინენი 1–9, 11–16
საფრანგეთის დროშა ფილიპ ალიო 10
8 დიდი ბრიტანეთის დროშა მარტინ ბრანდლი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Footwork Ford ფუტუორკი FA15 Ford HBE7/8 3.5 V8 9 ბრაზილიის დროშა კრისტიან ფიტიპალდი ყველა
10 იტალიის დროშა ჯანი მორბიდელი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Team Lotus ლოტუსი 107C

109

Mugen Honda MF-351 HC 3.5 V10

Mugen Honda MF-351 HD 3.5 V10

11 პორტუგალიის დროშა პედრო ლამი 1–4
იტალიის დროშა ალესანდრო ზანარდი 5–10, 12
ბელგიის დროშა ფილიპ ადამსი 11, 13
საფრანგეთის დროშა ერიკ ბერნარი 14
ფინეთის დროშა მიკა სალო 15–16
12 დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 1–13
იტალიის დროშა ალესანდრო ზანარდი 14–16
ირლანდიის დროშა Sasol Jordan ჯორდანი 194 Hart 1035 3.5 V10 14 ბრაზილიის დროშა რუბენს ბარიკელო ყველა
15 დიდი ბრიტანეთის დროშა ედი ირვაინი 1, 5–16
იაპონიის დროშა აგური სუზუკი 2
იტალიის დროშა ანდრეა დე ჩეზარესი 3–4
საფრანგეთის დროშა Tourtel Larrousse F1 ლარუსი LH94 Ford HBF7/8 3.5 V8 19 მონაკოს დროშა ოლივიე ბერეტა 1–10
საფრანგეთის დროშა ფილიპ ალიო 11
საფრანგეთის დროშა იანიკ დალმასი 12–13
იაპონიის დროშა ჰიდეკი ნოდა 14–16
20 საფრანგეთის დროშა ერიკ კომა 1–15
შვეიცარიის დროშა ჟან-დენი დელეტრაზი 16
იტალიის დროშა Minardi Scuderia Italia მინარდი M193B

M194

Ford HBC7/8 3.5 V8 23 იტალიის დროშა პიერლუიჯი მარტინი ყველა
24 იტალიის დროშა მიკელე ალბორეტო ყველა
საფრანგეთის დროშა Ligier Gitanes Blondes ლიჟიე JS39B ლო 25 საფრანგეთის დროშა ერიკ ბერნარი 1–13
დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 14
საფრანგეთის დროშა ფრანკ ლაგორსი 15–16
26 საფრანგეთის დროშა ოლივიე პანისი All
იტალიის დროშა Scuderia Ferrari ფერარი 412T1

412T1B

Ferrari 041 3.5 V12

Ferrari 043 3.5 V12

27 საფრანგეთის დროშა ჟან ალეზი 1, 4–16
იტალიის დროშა ნიკოლა ლარინი 2–3
28 ავსტრიის დროშა გერჰარდ ბერგერი ყველა
შვეიცარიის დროშა Broker Sauber Mercedes

შვეიცარიის დროშა Sauber Mercedes

ზაუბერი C13 Mercedes-Benz 2175B 3.5 V10 29 ავსტრიის დროშა კარლ ვენდლინგერი 1–4
იტალიის დროშა ანდრეა დე ჩეზარესი 6–14
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 15–16
30 გერმანიის დროშა ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი[კომ 2] ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა MTV Simtek Ford სიმტეკი S941 Ford HBD6 3.5 V8 31 ავსტრალიის დროშა დევიდ ბრებჰემი ყველა
32 ავსტრიის დროშა როლანდ რატცენბერგერი 1–3
იტალიის დროშა ანდრეა მონტერმინი 5
საფრანგეთის დროშა ჟან-მარკ გუნონი 7–13
იტალიის დროშა დომენიკო სკიატარელა 14, 16
იაპონიის დროშა ტაკი ინოე 15
დიდი ბრიტანეთის დროშა Pacific Grand Prix პასიფიკი PR01 Ilmor 2175A 3.5 V10 33 საფრანგეთის დროშა პოლ ბელმონდო ყველა
34 საფრანგეთის დროშა ბერტრან გაშო ყველა

ცვლილებები გუნდებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ლოლა“ (სრული სახელია „ლოლა BMS სკუდერია იტალია“) 1993 წლის სეზონის ბოლო ორ რბოლამდე დაიხურა. მისი ქონების ნაწილი „მინარდიმ“ იყიდა, და წარმოიქმნა „მინარდი სკუდერია იტალია“.
  • „მაკლარენმა“ Ford-თან 1 წლიანი პარტნიორობისა და Lamborghini-ს V12 ძრავების ტესტირების შემდეგ Peugeot-ის V10 ძრავებზე გადაინაცვლა.
  • „ლოტუსმა“ Mugen-Honda-ს ძრავებზე გადაინაცვლა.
  • „ზაუბერის“ ტექნიკურმა პარტნიორმა, Mercedes-Benz-მა წინა წლის კომპლექტაციის Illmor-ის V10 ძრავი განავითარა და 1955 წლიდან აღებული პაუზის შემდეგ პირველად დაბრუნდა ფორმულა ერთში.
  • 1993 წელს „ლარუსი“ Lamborghini-სთან, მაგრამ შემდეგ Ford-ის ძრავებზე გადაინაცვლა. Lamborghini სპორტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც „მაკლრენმა“ ტესტების შემდეგ მათ ძრავებზე უარი თქვა.
  • ფორმულა ერთს ორი ახალი გუნდი შეუერთდა: „სიმტეკი“ და „პასიფიკი“

ცვლილებები პელეტონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავისი მეოთხე ტიტულის მოპოვების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა ალენ პროსტმა ფორმულა ერთიდან წასვლა გადაწყვიტა. „უილიამსში“ მისი ადგილი სამგზის ჩემპიონმა აირტონ სენამ დაიკავა, რომელიც თავის მხვრივ, „მაკლარენში“ მარტინ ბრანდლით ჩაანაცვლეს.
  • „ზაუბერში“ იურკი იარვილეჰტოს მაგივრად დებიუტანტი ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი იასპარეზებდა. იარვილეჰტომ „ბენეტონში“ ამოჰყო თავი, სადაც სპორტიდან წასული რიკარდო პატრეზე ჩაანაცვლა, თუმცა სეზონისწინა ტესტებზე მან კისერი დაიზიანა, და იგი დროებით იოს ვერსტაპენმა ჩაანაცვლა. ფინელმა სეზონის მხოლოდ ექვს გრან-პრიზე იასპარეზა.
  • მარკ ბლანდელი „ტირელმა“ აიყვანა. ანდრეა დე ჩეზარისი 1994 წელს „ჯორდანისა“ და „ზაუბერის“ სათადარიგო პილოტი იყო.
  • „მინარდისთვის“ მიკელე ალბორეტო ასპარეზობდა, ხოლო ჟან-მარკ გუნონმა „სიმტეკში“ გადაინაცვლა.
  • „ფუტუორკმა“ თავიანთი შემადგენლობა მთლიანად განაახლა. ამჯერად მათთვის ჯანი მორბიდელი კრისტიან ფიტიპალდი ასპარეზობდნენ.
  • „ლარუსმა“ ტოშიო სუზუკი ოლივიე ბერეტათი ჩაანაცვლა.
  • „სიმტეკისთვის“ დევიდ ბრებჰემი და ახალბედა როლანდ რატცენბერგერი ასპარეზობდნენ. მაშინ ბრებჰემს ფორმულა ერთის გრან-პრიზე მონაწილეობა ბოლოჯერ 1990 წელს მიეღო. „პასიფიკმა“ პოლ ბელმონდო და ბერტრან გაშო აიყვანა.

ცლილებები შუა სეზონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აირტონ სენა სან-მარინოს გრან-პრიზე მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა. „უილიამსმა“ მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი ბოლიდი გაიყვანა. შემდგომში მეორე პილოტის სტატუსი დევიდ კულტჰარდს ერგო, რომელსაც პერიოდულად ანაცვლებდა 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაიჯელ მენსელი.
  • „ბენეტონში“ მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იოს ვერსტაპენი გახდა, როდესაც იურკი იარვილეჰტომ ტესტებზე კისერი დაიზიანა. ორი რბოლის შემდეგ ფინელი დაბრუნდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი რეზულტატების გამო იგი კვლავ ვერსტაპენით ჩაანაცვლეს. მან რვა რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სანამ იგი ჯონი ჰერბერტით არ ჩაანაცვლეს, რომელმაც სეზონის ბოლო ორ ეტაპზე იასპარეზა. როდესაც მიხაელ შუმახერი ჯარიმის სახით ორი რბოლიდან მოხსნეს, იგი იარვილეჰტომ ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ფინელმა სეზონი „ზაუბერში“ დაამთავრა
  • „ფერარის“ პილოტმა ჟან ალეზიმ მიუჯელოს წრეზე ჩატარებული კერძო ტესტებისას კისერი დაიზიანა, ამიტომაც პირველ სამ ეტაპზე იგი ნიკოლა ლარინით ჩაანაცვლეს.[4]
  • ბრაზილიის გრან-პრიზე „ჯორდანის“ პილოტი ედი ირვაინი 4 სხვა პილოტთან ავარიაში მოჰყვა, რომლის გამოც იგი ჯარიმის სახით მომდევნო რბოლაზე არ დაუშვებდნენ. გუნდის მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, დისკვალიფიკაცია სამ ეტაპამდე გაზარდეს.[5] მომდევნო წყნარი ოკეანის გრან-პრიზე იგი აგური სუზიკიმ ჩაანაცვლა, ხოლო სან-მარინოსა და მონაკოს ეტაპებზე — ანდრეა დე ჩეზარესმა.[6]
  • „ზაუბერის“ პილოტი კარლ ვენდლინგერი მონაკოს გრან-პრიზე ავარიაში მოჰყვა, კომაში ჩავარდა და სეზონში მონაწილეობა აღარ მიუღია. შვეიცარიულ გუნდში იგი ჯერ ანდრეა დე ჩეზარესმა, ხოლო შემდეგ იურკი იარვილეჰტომ ჩაანაცვლეს.
  • „ლოტუსის“ პილოტი პედრო ლამი სილვერსტოუნის წრეზე ჩატარებულ კერძო ტესტებზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად ორივე ფეხი და მაჯა მოიტეხა.[7] იგი ტესტ-პილოტმა ალესანდრო ზანარდიმ ჩაანაცვლა. ფილიპ ადამსმა ორ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. სეზონის დამთავრებამდე სამი ეტაპით ადრე „ლოტუსის“ მეორე პილოტმა ჯონი ჰერბერტმა „ლიჟიეს“ ერიკ ბერნარს გაუცვალა ადგილი. თუმცა ბერნარი „ლოტუსში“ მხოლოდ ერთი რბოლით დარჩა და მისი ადგილი მიკა სალომ დაიკავა, რომელსაც მანამდე ფორმულა ერთის ბოლიდი არასდროს უტარებია.[8] ჰერბერტმა „ლიჟიესთვის“ მხოლოდ ერთ გრან-პრიზე იასპარეზა, რის შემდეგაც „ბენეტონში“ გადაინაცვლა.
  • ფილიპ ალიო, რომელიც წინა სეზონში „ლარუსისთვის“ ასპარეზობდა, 1994 წელს „მაკლარენის“ ტესტ-პილოტი გახდა. მან ერთი ეტაპით მიკა ჰაკინენი ჩაანაცვლა, როდესაც ეს უკანასკნელი გერმანიის გრან-პრიზე გამოწვეული ავარიის გამო ერთი ეტაპით დისკვავლიფიცირებული იქნა. როდესაც „ლარუსის“ მოქმედ პილოტს, ოლივიე ბერეტას, ფულადი სახსრები ამოეწურა და გუნდი დატოვა, იგი ერთი რბოლით ალიომ ჩაანაცვლა.
  • ალიოს დროებითი დაბრუნების შემდეგ „ლარუსმა“ ჯერ იანიკ დალმასი, ხოლო შემდეგ ფორმულა 3000-ის პილოტი ჰიდეკი ნოდა აიყვანა. რენტა-დრაივერმა ჟან-დენი დელეტრაზმა გუნდს ფული გადაუხადა, რათა სეზონის უკანასკნელ გრან-პრიზე გუნდის მეორე პილოტი, ერიკ კომა ჩაენაცვლებინა.
  • როლანდ რატცენბერგერის სიკვდილის შემდეგ „სიმტეკში“ ანდრეა მონტერმინის დებიუტი შედგა. თუმცა, იგი თავისი პირველივე პრაქტიკის სესიაზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად მარცხენა ქუსლი და მარჯვენა ტერფი დაიზიანა. მონტერმინის მაგივრად შემდეგში „მინარდის“ ყოფილი პილოტი ჟან-მარკ გუნონი, რენტა-დრაივერი დომენიკო სკიატარელა და ფორმულა 3000-ის პილოტი ტაკი ინოე ასპარეზობდნენ.

კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტაპი გრან-პრი ტრასა თარიღი
1 ბრაზილიის გრან-პრი ბრაზილიის დროშა ჟოზე კარლოს პასეს სახელობის ავტოდრომი, სან-პაულუ 27 მარტი
2 წყნარი ოკეანის გრან-პრი იაპონიის დროშა TI-ს წრე, აიდა 17 აპრილი
3 სან-მარინოს გრან-პრი იტალიის დროშა ენცო და დინო ფერარის სახელობის ავტოდრომი, იმოლა 1 მაისი
4 მონაკოს გრან-პრი მონაკოს დროშა მონაკოს წრე, მონაკო 15 მაისი
5 ესპანეთის გრან-პრი ესპანეთის დროშა ბარსელონა-კატალუნიას წრე, მონტმელო 29 მაისი
6 კანადის გრან-პრი კანადის დროშა ჟილ ვილნევის სახელობის წრე, მონრეალი 12 ივნისი
7 საფრანგეთის გრან-პრი საფრანგეთის დროშა მანი-კურის (ნევერის) წრე, მანი-კური 3 ივლისი
8 ბრიტანეთის გრან-პრი დიდი ბრიტანეთის დროშა სილვერსტოუნის წრე, სილვერსტოუნი 10 ივლისი
9 გერმანიის გრან-პრი გერმანიის დროშა ჰოკენჰაიმრინგი, ჰოკენჰეიმი 31 ივლისი
10 უნგრეთის გრან-პრი უნგრეთის დროშა ჰუნგარორინგი, მოდიოროდი 14 აგვისტო
11 ბელგიის გრან-პრი ბელგიის დროშა სპა-ფრანკორშამის წრე, სტაველო 28 აგვისტო
12 იტალიის გრან-პრი იტალიის დროშა მონცას ეროვნული ავტოდრომი, მონცა 11 სექტემბერი
13 პორტუგალიის გრან-პრი პორტუგალიის დროშა ეშტორილის ავტოდრომი, ეშტორილი 25 სექტემბერი
14 ევროპის გრან-პრი ესპანეთის დროშა ხერეზის მუდმივი წრე, ხერეზ-დე-ლა-ფრონტერა 16 ოქტომბერი[კომ 3]
15 იაპონიის გრან-პრი იაპონიის დროშა სუზუკას წრე, სუზუკა 6 ნოემბერი
16 ავსტრალიის გრან-პრი ავსტრალიის დროშა ადელაიდის წრე, ადელაიდა 13 ნოემბერი
წყარო:[9]

ცვლილებები კალენდარში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოქმედი ჩემპიონი ალენ პროსტის სპორტიდან წასვლის გამო პელეტონში ნომერი 1 არავის მიენიჭა; დეიმონ ჰილი ნომერ 0-ით ასპარეზობდა.
  2. თავდაპირველად ფრენტცენი მონაკოს გრან-პრიზე მონაწილეობდა მაგრამ პრაქტიკის შემდეგ, როცა მისი თანაგუნდელი, კარლ ვენდლინგერი ავარიაში მოჰყვა, იგი გრან-პრიდან მოიხსნა.
  3. ევროპის გრან-პრი თავდაპირველად 17 აპრილს, დონინგტონის წრეზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იგი გაუქმდა. საბოლოოდ გრან-პრი 1994 წლის კალენდარზე დაბრუნდა და არგენტინის გრან-პრი ჩაანაცვლა, რომელიც მომდევნო წელს ჩატარდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 6th Gear - Years in Gear - European & World Champions. ციტირების თარიღი: 2023-07-06
  2. The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
  3. The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
  4. „Una Ferrari senza Alesi“. Repubblica.it. April 1994. p. 28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  5. Alsop, Derick (7 April 1994). „Motor Racing: Irvine's ban increased: FIA rejects appeal“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 October 2014.
  6. Motorsport Information for April 1994. GEL Motorsport (April 1994). ციტირების თარიღი: 5 October 2014
  7. Derick Allsop. (1994-05-25) Motor Racing: Lamy in 'horrifying' crash at Silverstone: Lotus driver breaks kneecaps and thigh as car disintegrates following 150mph smash during testing for Spanish Grand Prix — Sport. The Independent. ციტირების თარიღი: 2014-02-04
  8. FIA Formula 1 World Championship – 1995 Season Review. [VHS]. Duke Video. 11 December 1995. Event occurs at 13:00–14:00. EAN-13 5 017559 034955. https://www.amazon.co.uk/Formula-Grand-Prix-Review-1995/dp/B00004CRI7.
  9. F1 Calendar - 1994. ESPN (1994).
  10. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
  11. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
  12. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.