ტატო აბუსელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტატო აბუსელიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ამირან აბუსელიძე
დაბადების
თარიღი
16 მარტი, 1993 (1993-03-16) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი, საქართველო
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გონიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2012 ადელი ბათუმი 14 (6)
2012–2014 დინამო ბათუმი 24 (8)
2013–2014   დინამო-2 ბთ. 6 (5)
2014–2015 დინამო ბათუმი 21 (1)
2016 მერცხალი 10 (2)
2018 დინამო ბათუმი 24 (3)
2019 შუქურა 15 (4)
2020 ზუგდიდი 17 (2)
2023 ბეთლემი 26 (28)
2024– გონიო 12 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ტატო აბუსელიძე (დ. 16 მარტი, 1993) — ქართველი ფეხბურთელი, ლიგა 3-ის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ თავდამსხმელი. საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა ბათუმის „ადელის“, ბათუმის „დინამოს“, ოზურგეთის „მერცხალის“, ქობულეთის „შუქურას“, ზუგდიდის „დინამოს“ და „ბეთლემის“ ღირსებას. 2023 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი „ბეთლემის“ შემადგენლობაში.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის „ადელი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური კარიერა 2011 წელს ბათუმის „ადელის“ რიგებში დაიწყო, რომლის მაისურითაც პირველად იმავე წლის 23 აგვისტოს, ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის „ადელი“ და ლანჩხუთის „გურია“ დაუპირისპირდნენ, ბათუმში გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა.[2]

პირველი გოლი 4 სექტემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა, როდესაც ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე ვანის „სულორს“ უმასპინძლეს. მატჩი „ადელის“ გამარჯვებით — 4–0 დამთავრდა. ოთხიდან ორი გოლი „სულორის“ კარში ტატო აბუსელიძემ შეაგდო.[3]

მეორე დუბლი აბუსელიძემ 12 ნოემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის „ზოოვეტს“ შეუსრულა, როდესაც ბათუმელებმა საშინაო შეხვედრაში სტუმრებს 3–2 მოუგეს.[4]

„ადელის“ შემადგენლობაში ბოლოჯერ 2011 წლის 27 ნოემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის კალენდარულ მატჩში, სოხუმის „აეტის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა კვლავ ბათუმში გაიმართა და ამჯერადა „ადელის“ გამარჯვებით 5–1 დასრულდა. ხუთიდან ერთი ბურთი ტატო აბუსელიძემ მატჩის 43-ე წუთზე შაგდო.[5]

„ადელის“ რიგებში ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში სულ 14 მატჩი ჩაატარა და 6 ბურთი შეაგდო.

ბათუმის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ადელიდან“ წამოსვლის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 2012–2014 წლებში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. იმავე პერიოდში ბათუმის „დინამოს“ მეორე გუნდში 6 მატჩი ითამაშა და ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

2014–2015 წლების სეზონიც კვლავ ბათუმის „დინამოში“ გაატარა და 21 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, გასვლაზე ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართულ შეხვედრაში.

ოზურგეთის „მერცხალი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ოზურგეთის „მერცხალში“ გადაინაცვლა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის 10 შეხვედრაში ორი ბურთი შეაგდო, 15 მარტს „გაგრასთან“ და 4 აპრილს „ბეთლემთან“ გამართულ მატჩებში.

მომდევნო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 12 ლიგა 4-ის გათამაშების მე-15 ტურის მატჩში „მცხეთა-პარკზე“ „ალგეთმა“ „ბეთლემს“ უმასპინძლა. შეხვედრა „ბეთლემის“ გამარჯვებით 5–2 დასრულდა. ხუთიდან ოთხი გოლი „ალგეთის“ კარში ტატო აბუსელიძემ გაიტანა.[6]

2023 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის წოდება 28 გატანილი გოლით ტატო აბუსელიძემ მოიპოვა.

2024 წლიდან საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ შემადგენლობაშია.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ამირან აბუსელიძე // erovnuliliga.ge
  2. Adeli 0–0 Guria / Erovnuli Liga 2 // soccerway
  3. Adeli 4–0 Sulori / Erovnuli Liga 2 // soccerway
  4. Adeli 3–2 Zooveti / Erovnuli Liga 2 // soccerway
  5. Adeli 5–1 Aeti / Erovnuli Liga 2 // soccerway
  6. ალგეთი 2–5 ბეთლემი // liga.gff.ge
  7. „გონიომ“ თურქეთში შეკრება დაიწყო