სტეფან შტილიანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფან შტილიანოვიჩი

სერბული ხატი, დამზადებულია სტანოე პოპოვიჩის მიერ (1740 წ.)
სრული სახელი Стефан Штиљановић
დაიბადა II ათასწლეული
პაშტროვიჩი (ამჟამად, მონტენეგრო)
გარდაიცვალა

1543
1543 წ.

გიონტერ-გორა, სიკლიოსის, ბარანიასთან ახლოს (ამჟამად, უნგრეთი)
დასაფლავებულია შიშატოვაცი (მოგვიანებით – წმ. მიქაელის კათედრალი)
ხსენების დღე 17 ოქტომბერი
მეუღლე ჯელენა
ნათესავ(ებ)ი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

სტეფან შტილიანოვიჩი (სერბული კირილიცა: Стефан Штиљановић; დ. 1498 – გ. 1543) — უკანასკნელი სახელგანთქმული დიდგვაროვანი ოსმალეთს დაქვემდებარებულ სერბეთში. ზეპირსიტყვიერი გადმოცემის თანახმად, იგი სერბეთის უკანასკნელი დესპოტი იყო. სტეფანი მართავდა ვრცელ ტერიტორიას უნგრეთის გვირგვინის სახელით და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციების გამო. შტილიანოვიჩი შერაცხულია წმინდანად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 4 ოქტომებრს (იულიუსის კალენდრით) ან 17 ოქტომებრს (გრიგორიანული კალენდრით), რაც ერთი და იმავეს ნიშნავს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფან შტილიანოვიჩი დაიბადა პაშტროვიჩიში (თანამედროვე მონტენეგრო). 1377 წელს პასტროვიჩი ნახსენებია, როგორც ერთ-ერთი სერბული ოპშტინა. ისინი მოექცნენ ვენეციის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მას შემდეგ, რაც 1423 წელს ოსმალების ექსპანსიის გამო ხელი მოეწერა შეთანხმებას.[1] იგი აირჩიეს პასტროვიჩის კნიაზად[2] რეზევიჩის მონასტერში.[3] სტეფანი მომავალში გახდება უკანასკნელი და ყველაზე სახელგანთქმული დიდგვაროვანი.[2] შტილიანოვიჩი ფლობდა შვიდ წისქვილს.[2] 1498 წელს ვენეციის რესპუბლიკასთან უთანხმოების გამო, სტეფანმა საკუთარი სამფლობელოები გადააბარა სირმიაში (თანამედროვე სერბეთი) მცხოვრებ ხალხს.[2] იმავე წელს მან ააშენა ქალაქი მოროვიჩი, სადაც მომავალში ექნება რეზიდენცია. 1507 წელს, უნგრეთის მეფე ლაიოშ II-სგან სტეფანმა მიიღო ქალაქი სიკლიოსი ბარანიაში.

პეტკოვიცას მონასტერი დააარსა სტეფან შტილიანოვიჩმა.

ფერდინანდ I-სა და იოანე ზიაპოლიას შორის გამართული ომის განმავლობაში, სტეფანმა ფერდინანდის მხარე დაიჭირა.[4] 1527 წლის 3 ნოემბერს, ფერდინანდის მეფედ კურთხევის შემდეგ, იგი ნოვიგრადისა და ორანჰოვიცას მმართველი გახდა. ასევე, მან დაიკავა დონჯი მიჰოლჯაცის და გლოგოვნიცას სოფლები, ვიროვიტიცას ოლქის მამულები და ვალპოვოს ქალაქი, რომელშიც მას ჰქონდა საკუთარი რეზიდენცია. სტეფანე მართავდა მნიშვნელოვან ქალაქებს, რომლებიც ადრე იყვნენ იოვან ნენადის მმართველობის ქვეშ. მას ჰყავდა საკუთარი ფლოტილია.[5]

შტილიანოვიჩი იყო სასაზღვრო ზონაში მცხოვრები სლავონიელი მეთაური, რომელიც იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1543 წელს, იგი ოსმალებმა დაამარცხეს და შეიპყრეს, მაგრამ მურათ-ბეგმა გაათავისუფლა მისი ცოლი გმირობის გამო და წასვლის უფლება მისცა. სტეფანმა დატოვა სლავონია და თავისი უკანასკნელი წლები გაატარა სიკლიოსში, სადაც გარდაიცვალა 1543 წელს.[2]

1634 წელს, სერბი პატრიარქი პაისი I იანიევაცი დროებით იმყოფებოდა შიშატოვაცის მონასტერში, სადაც მან დაწერა სტეფან შტილიანოვიჩის ბიოგრაფია სერბეთის ტრადიციული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თანამედროვე აღორძინების კონტექსტში. მეორე მსოფლიო ომის დროს, სერბეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის ორგანიზებული სახით განადგურების პერიოდში, ხორვატმა უსტაშებმა გაძარცვეს შტილიანოვიჩის საფლავი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ნაშთები, ხოლო ძვირფასეულობა, როგორიცაა მისი გვირგვინი, მოიპარეს და ზაგრებში წაიღეს.[6] სერბმა საეკლესიო პირებმა შეძლეს ნაშთების გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით გადაიტანეს და დაკრძალეს გიონტერის გორაზე.

ოსმალების ვეზირი სკედერ-ფაშა მიჰაილოვიჩი იყო მისი ძმიშვილი (დედამისის ხაზით).[7]

წმინდანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით, სტეფანის ცხედრის ნაწილები გადაიტანეს შიშატოვაცის მონასტერში, შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბელგრადის წმ. მიქაელის კათედრალში.[2] შტილიანოვიჩი წმინდანად სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შერაცხა და მას წმინდა დესპოტი სტეფან შტილიანოვიჩი უწოდა. ეკლესიამ მისი ხსენების დღედ დააწესა 17 ოქტომბერი. სტეფანი წმინდანად არის მოხსენიებული შიშატოვაცის 1545 წლის დოკუმენტში.[8]

ტრადიციის თანახმად, მისმა ქვრივმა ჯელენამ (რომელიც ასევე წმინდანია) დააარსა პეტკოვიცას მონასტერი ფრუშკა-გორაზე. სტეფანისა და მისი მეუღლის სახელები ეწოდა გერმანიის ქალაქ აუგსბურგში არსებულ ეკლესიას: „წმინდა სტეფანისა და წმინდა ჰელენა შტილიანოვიჩის მართლმადიდებელი მრევლი“.[9]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stanoje Stanojević, Narodna enciklopedija srpsko-hrvatsko-slovenacka, Volume 3, p. 35, Bibliografski zavod d.d., 1925
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Gregović
  3. Rakic 1985
  4. Srbi: biografije znamenitih: A-Š, p. 282: "Стефан Штиљановић"
  5. Miroslav Krleža 1975, p. 290
  6. Kako su ustaše sprečene da unište mošti kneza Lazara i cara Uroša. ციტირების თარიღი: 26 January 2019
  7. Božidar Pejović, Svjetlost, 1977, Književno djelo Stefana Mitrova Ljubiše, p. 70
  8. Univerzitet u Novom Sadu
  9. Stilcon.org. Orthodox Parish of Saint Stefan and Saint Helena Stiljanovic, Augsburg, Germany. ციტირების თარიღი: 26 January 2019

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]