შინაარსზე გადასვლა

სამსჯავრო სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამსჯავრო სახლი — სამოსამართლო დაწესებულების ძვ. ქართული სახელწოდება. იხსენიება ჟამთააღმწერლის თხზულებაში (XIV საუკუნე). ავტორის ცნობით, დიმიტრი თავდადებული, ურდოში ყაენის ბრძანებით პატიმრად პყრობილი, განსასჯელად „წარიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსა დივანხანად უწოდდეს“ მონღოლნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;