შინაარსზე გადასვლა

პორტალი:შიდა ქართლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიდა ქართლის პორტალი
რედაქტირება შიდა ქართლი

შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით — არაგვით, ჩრდილოეთით — კავკასიონით, დასავლეთით — ლიხის ქედით, სამხრეთით — თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. (…სრულად)

რედაქტირება რჩეული სტატია
სამთავისისა და გორის ეპარქიის რუკა
სამთავისისა და გორის ეპარქიის რუკა
სამთავისისა და გორის ეპარქია - სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს – გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნისისა და რუისის, სამხრეთიდან – მანგლისისა და წალკის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. (...სრულად)
რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება შიდა ქართლის რეგიონები
რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება ახალი სტატიები
რედაქტირება იცოდით, რომ…
თამარ მეფე
თამარ მეფე
რედაქტირება როგორ შემიძლია დავეხმარო