პორტალი:მთავარი გვერდი (მობილური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

15 მაისი 2024 - ამ დღეს...
ექიმი გაშეს პორტრეტი, ვან გოგი.
ექიმი გაშეს პორტრეტი, ვან გოგი.
  • 1618 : იოჰანეს კეპლერმა პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი დაამტკიცა.
  • 1756 : ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდწლიანი ომი დაიწყო.
  • 1879 : დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
  • 1928 : მიკი მაუსის დებიუტი შედგა.
  • 1935 : გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენი.
  • 1943 : სტალინმა კომინტერნი (მესამე ინტერნაციონალი) გააუქმა.
  • 1958 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სპუტნიკ-3.
  • 1988 : რვაწლიანი ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო.
  • 1990 : ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ (სურათზე) $82,5 მილიონად გაიყიდა (იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნახატი).
  • რჩეული სტატია
    დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

    სიახლეები
    გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

    მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

    იცით თუ არა...
    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი