ნორბერტო ალონსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორბერტო ალონსო
ალონსო 1972 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნორბერტო ოსვალდო ალონსო
დაბადების
თარიღი
4 იანვარი, 1953 (1953-01-04) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ფლორიდა,
ვისენტე-ლოპესი,
ბუენოს-აირესის პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1976 რივერ პლეიტი 168 (68)
1976–1977 ოლიმპიკი 17 (6)
1977–1981 რივერ პლეიტი 142 (63)
1982–1983 ველესი 73 (14)
1984–1987 რივერ პლეიტი 64 (18)
სულ 464 (169)
ეროვნული ნაკრები
1972–1983 არგენტინა 20 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნორბერტო ოსვალდო ალონსო (ესპ. Norberto Osvaldo Alonso; დ. 4 იანვარი, 1953, ფლორიდა, ვისენტე-ლოპესი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ბეტო ალონსო.[1] საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი „რივერ პლეიტში“ გაატარა.[2] დღემდე რჩება ამ კლუბის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოთამაშედ.[3] სარგებლობდა კლუბის გულშემატკივართა საყოველთაო სიყვარულითა და პოპულარობით და დროთა განმავლობაში მის ერთგვარ „საკულტო ფიგურად“ იქცა.[4][5] ფეხბურთის სპეციალისტთა და ექსპერტთა უმრავლესობის მიერ მიჩნეულია საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[6][7][8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რივერ პლეიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტო ალონსო საკლუბო კარიერას 1971 წელს, არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, პრიმერა დივიზიონის მონაწილე — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“[9] იწყებს. პირველად მინდორზე 1971 წლის 8 აგვისტოს, მეტროპოლიტანოს გათამაშების 26-ე ტურის მატჩში, სტუმრად — ვილა კრესპოს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამოდის.[10][11][12] „ელ კოლოსო დე ვილა კრესპოზე“ (ესპ. El Coloso de Villa Crespo)[13][14][15] გამართული ალონსოს სადებიუტო შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით (2–1) მთავრდება.[16][17][18][19] თავის პირველ საფეხბურთო სეზონში იგი ჩემპიონატის 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და 3 გოლი გააქვს. კლუბში 1976 წლის აგვისტომდე რჩება. მის შემადგენლობაში 1975 წელს ნასიონალის[20] და მეტროპოლიტანოს[21] ტურნირს იგებს.

ოლიმპიკი მარსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლის აგვისტოდან 1977 წლის ივნისის ჩათვლით მარსელის „ოლიმპიკში“[22][23][24] თამაშობს.[25] პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში, სტუმრად, 27 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში — „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრა „სტად ნუნჟესერზე“ (ფრანგ. Stade Nungesser)[26] იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.[27] „ოლიმპიკში“ საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. საჩემპიონატო მატჩების გარდა მარსელელთა რიგებში კიდევ სამ თამაშს ატარებს, ორს — თასების მფლობელთა თასზე (1976 წლის 15 და 29 სექტემბერს „საუთჰემპტონთან“. პირველ თამაშს ინგლისელები იგებენ (4–0)[28] და საპასუხო მატჩში წაგება (1–2)[29] ხელს ვეღარ უშლით შემდეგ ეტაპზე გასვლაში) და ერთს — საფრანგეთის თასზე (1977 წლის 13 თებერვალს, „მონპელიესთან“, სადაც ერთი გოლი გააქვს, თუმცა თამაშის 89-ე წუთზე ჟან-მარკ ვალადიეს გოლის წყალობით „მონპელიე“ ახერხებს თამაშის მოგებას (2–1)[30] და შემდეგ ეტაპზე გადის).

რივერ პლეიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლიდან „რივერს“ უბრუნდება და 1981 წლის ჩათვლით თამაშობს, სადაც 1979 წელს[31] მეტროპოლიტანოს და ნასიონალის, 1980 წელს[32] მეტროპოლიტანოს, ხოლო 1981 წელს[33] ნასიონალის ჩემპიონი ხდება.

ველეს სარსფილდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982–1983 წლებში „ველეს სარსფილდში“ გამოდის (73 მატჩი, 16 გოლი).[34]

რივერ პლეიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წლიდან კვლავ „რივერშია“. კლუბთან ერთად 1985–86 წლების საფეხბურთო სეზონის არგენტინის პრიმერას იგებს,[35] რის შემდეგაც 1986 წლის ლიბერტადორესის თასის და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში იმარჯვებს. ფეხბურთის თამაშს 1987 წელს, ამავე კლუბში ამთავრებს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972–1983 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 20 შეხვედრა ჩაატარა,[36][37][38][39] რომლის მაისურით პირველად 1972 წლის 25 სექტემბერს, ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კარლოს დიტბორნის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: დანიელ კარნევალე, ანხელ ბარგასი, რამონ ერედია, ენრიკე ვოლფი, ნორბერტო ალონსო, მიგელ ანხელ ბრინდისი, რუბენ აიალა, რობერტო ტელჩი, რამონ ბოვედა, ხორხე ლუის გისო და ანტონიო როსლი. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1983 წლის 21 ივლისს, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და ფრედ, ანგარიშით — 0–0 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 20 მატჩიდან არგენტინელებმა 10 შეხვედრა მოიგეს, 5 დათმეს და 5 ფრედ დაამთავრეს.

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 25.09.1972 არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ჩილეს დროშა ჩილე [40][41]
2 11.10.1972 ესპანეთი ესპანეთის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ესპანეთის თასი
[42]
3 25.10.1972 პერუ პერუს დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა [43]
4 29.10.1972 ჩილე ჩილეს დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა [44]
5 06.02.1973 მექსიკა მექსიკის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა [45]
6 14.02.1973 გფრ გერმანიის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა
გოლი 14'
[46][47]
7 20.02.1973 ისრაელი ისრაელის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა [48]
8 17.05.1973 არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ურუგვაის დროშა ურუგვაი
ლიპტონის თასი
[49]
9 13.07.1973 არგენტინა არგენტინის დროშა 5–4 ჩილეს დროშა ჩილე
შეცვლაზე გამოყვანა
[50]
10 18.07.1973 ჩილე ჩილეს დროშა 3–1 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე გამოყვანა
[51]
11 18.07.1975 ურუგვაი ურუგვაის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა
გოლი
[52]
12 19.05.1976 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე შესვლა
[53]
13 03.05.1978 არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი
შეცვლაზე შესვლა გოლი
[54]
14 02.06.1978 არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი არგენტინა 78
შეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'
[55]
15 06.06.1978 არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი არგენტინა 78
შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71'
[56]
16 18.06.1978 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია არგენტინა 78
შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60'
[57]
17 12.05.1983 ჩილე ჩილეს დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა
გოლი
[58][59]
18 23.06.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩილეს დროშა ჩილე [60]
19 14.07.1983 პარაგვაი პარაგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ბოგადოს თასი
(1)
[61][62]
20 21.07.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 პარაგვაის დროშა პარაგვაი
ბოგადოს თასი
შეცვლაზე გამოყვანა 56 წუთის შემდეგ 56'
[63]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი მეტროპოლიტანო ნასიონალი ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
რივერ პლეიტი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1971 10 1 13 2 23 3
1972 26 12 15 9 41 21
1973 16 3 10 6 26 9
1974 10 1 14 6 24 7
1975 28 20 12 7 40 27
1976 14 1 0 0 14 1
ჯამში 104 38 64 30 168 68
ოლიმპიკი მარსელი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1977 17 3 17 3
ჯამში 17 3 17 3
რივერ პლეიტი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1977 0 0 14 6 14 6
1978 14 15 17 8 31 23
1979 13 7 13 5 26 12
1980 24 7 16 8 40 15
1981 20 6 11 0 31 6
ჯამში 71 35 71 27 142 62
ველეს სარსფილდი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1982 24 2 13 4 37 6
1983 24 4 12 6 36 10
ჯამში 48 6 25 10 73 16
რივერ პლეიტი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1984 27 7 9 3 36 10
1985 9 3 9 3
1986 15 5 15 5
1987 4 0 4 0
ჯამში 46 12 18 6 64 18
სულ ჯამში 464 167

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1972 3 0
1973 6 1
1975 1 1
1976 1 0
1978 4 1
1983 4 1
ჯამში 19 4

მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალონსომ მსოფლიო ჩემპიონატების 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[68][69][70]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა 1 ნახევარმცველი 3 0 2 1 0 ჩემპიონი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978[73]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · Calcio.com · Ceroacero.es · Clarín · El Grafico · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Fundacionkonex.org · Futbol Factory · Futbolpasion.com · La Nación · Los Mundiales de Fútbol · National Football Teams · Persona.rin.ru · Planet World Cup · PlanetadeLibros · Rec.Sport.Soccer Statistics Foundation · River Plate Momentos Historicos · Scribd · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · Zerozero.pt

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
  2. ალონსო იყო „რივერის“ წამყვანი მოთამაშე, როდესაც კლუბმა 1957 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა არგენტინის ჩემპიონის ტიტული. სურათზე: რეინალდო მერლოსთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „River homenajeó al Beto Alonso a 30 años de la pelota naranja“.
  2. „Club Atlético River Plate“. cariverplate.com.ar.
  3. „Una nueva edición de "Conocé a tu ídolo" con "Beto" Alonso“.
  4. „Los 64 del Capitán Beto“. cariverplate.com.ar.
  5. „Los 5 grandes ídolos de la historia de River Plate“.
  6. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  7. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino.
  8. Alonso Norberto Osvaldo, El Beto
  9. „Club Atlético River Plate“. once-onze.narod.ru.
  10. „Campeonato Metropolitano 1971. Atlanta 2–1 River“.
  11. „A 45 años del debut del Beto Alonso“. cariverplate.com.ar.
  12. „Debut:8-8-1971(26·F.)(M) Atlanta:2 vs River:1“.
  13. „Estadio Don León Kolbowski (El Coloso de Villa Crespo)“.
  14. „Estadio Don León Kolbowski (El Coloso de Villa Crespo)“.
  15. „Estadio Don León Kolbowski (El Coloso de Villa Crespo)“.
  16. „Atlanta (2–1) River Plate (Metropolitano 1971)“. Archivo DiFilm.
  17. „Atlanta 2–1 River Plate (Metropolitano 1971 – Fecha 26)“.
  18. „Atlanta 2–1 River Plate (Torneo Metropolitano de 1ra.)“.
  19. „Atlanta 2 (Rubén Cano y Rodolfo Juárez), River Plate 1 (Carlos Morete)“.
  20. „Campeonato Nacional 1975 (Nacional Championship)“.
  21. Campeonato Metropolitano 1975 (Metropolitan Championship).
  22. „Norberto Osvaldo ALONSO (dit "El Beto")“. om1899.com.
  23. „Olympique de Marseille (Site officiel)“. om.net.
  24. „Alonso Norberto (1976/1977) (La saga des Argentins de l’OM)“.
  25. „Norberto Osvaldo ALONSO – Saison 1976/1977 (Bilan Olympien)“.
  26. „Le Stade Nungesser“. va-fc.com.
  27. „Valenciennes 3–1 Marseille (27 Août 1976)“.
  28. „Southampton 4–0 Marseille (15 Septembre 1976)“.
  29. „Marseille 2–1 Southampton (29 Septembre 1976)“.
  30. „Montpellier 2–1 Marseille (13 Février 1977)“.
  31. Campeonato Metropolitano 1979 (Metropolitano Championship).
  32. Campeonato Metropolitano 1980 (Metropolitano Championship).
  33. Campeonato Nacional 1981 (Argentina). Ferro Carril Oeste (BA) 0–1 River Plate.
  34. Norberto Osvaldo Alonso – Goals in Argentina League.
  35. „1985–86 Argentine Primera División“.
  36. Argentina National Team Players 1964-1998: Alonso Norberto Osvaldo.
  37. Norberto Osvaldo Alonso.
  38. Argentina at the 1978 FIFA World Cup.
  39. Norberto Alonso International matches (1972–1983).
  40. Argentina 2–0 Chile, 25 September 1972.
  41. Copa Carlos Dittborn 1972 (27 Sep. Buenos Aires Argentina 2-0 Chile).
  42. Spain 1–0 Argentina, 11 October 1972.
  43. Peru 0–2 Argentina, 25 October 1972.
  44. Chile 0–2 Argentina, 29 October 1972.
  45. Mexico 2–0 Argentina, 06 February 1973.
  46. West Germany 2–3 Argentina, 14 February 1973.
  47. West Germany 2–3 Argentina.
  48. Israel 1–1 Argentina, 20 February 1973.
  49. Argentina 1–1 Uruguay, 17 May 1973.
  50. Argentina 5–4 Chile, 13 July 1973.
  51. Chile 3–1 Argentina, 18 July 1973.
  52. Uruguay 2–3 Argentina, 18 July 1975.
  53. Brazil 2–0 Argentina, 19 May 1976.
  54. Argentina 3–0 Uruguay, 03 May 1978.
  55. Argentina 2–1 Hungary, 02 June 1978.
  56. Argentina 2–1 France, 06 June 1978.
  57. Argentina 0–0 Brazil, 18 June 1978.
  58. Chile 2–2 Argentina, 12 May 1983.
  59. Chile vs. Argentina (Completo, 12 de Mayo de 1983).
  60. Argentina 1–0 Chile, 23 June 1983.
  61. Paraguay » Fixtures & Results 1983.
  62. Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  63. Argentina 0–0 Paraguay, 21 July 1983.
  64. Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  65. World Football Elo Ratings: Paraguay.
  66. Paraguay v Argentina, 15 July 1983.
  67. 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg.
  68. არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1930–2006
  69. მსოფლიო ჩემპიონატი 1978 (სტატისტიკა)
  70. Norberto Alonso in the World Cups
  71. Campeonato Nacional 1979 (Nacional Championship).
  72. Copa Libertadores de América 1986.
  73. 1978 FIFA World Cup Argentina ™