ნაპოლეონის გაქცევა მოსკოვიდან პარიზში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაპოლეონის გაქცევა მოსკოვიდან პარიზში — რუსი ოსტატის, ალექსანდრ პეტროვის სახვითი საჭადრაკო ამოცანა, რომელიც 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიის დასკვნით ნაწილს ასახავს. აღნიშნულ ამოცანის საწყის პოზიციაში უჯრა „b1“ მოსკოვს აღნიშნავს, „h8“ - პარიზს, შავი მეფე - ნაპოლეონს, თეთრი მეფე - იმპერატორ ალექსანდრე I-ს, თეთრი მხედრები - კაზაკებს, „h1-a8“ დიაგონალი მდინარე ბერეზინას.

abcdefgh
8
d8 black knight
c7 black pawn
g7 black pawn
e6 black pawn
f6 black rook
g6 white bishop
a5 black knight
c5 white pawn
a4 black pawn
c4 black pawn
d4 white pawn
f4 black rook
g4 black pawn
e3 black bishop
b2 black pawn
c2 white pawn
e2 white knight
f2 black pawn
h2 white king
b1 black king
f1 white knight
h1 white queen
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
შამათი 14 სვლაში

ამოხსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.მd2++ მფa2 2.მc3+ მფa3 3.მdb1+ მფb4 4.მa2+ მფb5 5.მbc3(a3)+ მფa6 6.მb4+ (ლa8×) მფa7 7.მb5+ მფb8 8.მa6+ მფc8 9.მa7+ მფd7 10.მb8+ მფe7 11.მc8+ მფf8 12.მd7+ მფg8 13.მe7+ მფh8 14.მფg2(g3)× ნაპოლეონი დატყვევებულია.

მეექვსე სვლაზე a8 უჯრიდან ლაზიერით შამათი ცხადდებოდა, მაგრამ ავტორმა არ გამოაცხადებინა იგი, რადგანაც სინამდვილეშიც კაზაკებმა ბერეზინასთან ვერ დაატყვევეს ნაპოლეონი, თუმცა ჰქონდათ ამის შესაძლებლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბანი, თბ., 1983. — გვ. 293-294.