მათური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2800 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები იურული თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა

მათურიუღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2800 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ერთმანეთთან აკავშირებს ხევსურეთის არაგვისა და ფშავის არაგვის ხეობებს. მათურის კალთებზე ალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]