მაზანდარის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაზანდარის მღვიმემღვიმე საქართველოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ მაზანდარაში, მდინარე ჭანისწყლის (მდინარე ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზ. დ. 260 მ. გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის სუსტად შეცემენტებულ კონგლომერატებში. მღვიმე დახშულია, სიგრძე 20 მ. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები, მექანიკური ნალექებიდან — წვრილმარცვლოვანი თიხა-ქვიშის ფენა ფსკერზე. მღვიმის შესასვლელში ტემპერატურაა 19.7°C, ბოლოში კი — 14.6°C; ჰაერის შეფარდებითი სინოტივე — 98%. გამოედინება მცირედებიტიანი ნაკადი. მღვიმეში შეღწევა ადვილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]