მავჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მავჯი (ნამდვილი სახელი ალი-ხან ბეგი) — XVII საუკუნის სპარსელი პოეტი.

დაიბადა წარმოშობით ქართველის — ოღლი-ბეგის ოჯახში. მსახურობდა შაჰ სულეიმან I-ის კარზე. მის შესახებ ცნობები შემოინახა მირზა მოჰამედ თაჰერ ნასრაბადის თეზქერემ, რომელშიც შეტანილია ტექნიკით, მუსიკალურობით, მოხდენილი გამონათქვამებით ცნობილ პოეტთა და კულტურის სხვა მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. იქვე ნიმუშად მოყვანილია რამდენიმე პოლემიკური ხასიათის ლექსი, რომელიც მავჯის უთქვამს ვინმე სეფიყული-ბეგის საპასუხოდ და სეიდობის (მუჰამედის შთამომავლობის აღმნიშვნელი ტიტული) მაძიებელ მუხთარ-ბეგ ფარაშ-ბაშის გამოსაჯავრებლად. თეზქერეს ავტორი ხაზს უსვამს მავჯის ფაქიზ გემოვნებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუთურიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 347.
  • ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ირანის კულტურულ ასპარეზზე, „ანალები“, 1947, [ტ.] 1.