კევინ კიგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კევინ კიგანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯოზეფ კევინ კიგანი
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 1951 (1951-02-14) (73 წლის)
დაბადების
ადგილი
არმთორპი, დონკასტერი,
სამხრეთ იორკშირი, ინგლისი
სიმაღლე 173 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1967–1968 სკანთორპი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968–1971 სკანთორპი 124 (18)
1971–1977 ლივერპული 230 (68)
1977–1980 ჰამბურგი 90 (32)
1980–1982 საუთჰემპტონი 68 (37)
1982–1984 ნიუკასლი 78 (48)
1985 ბლექთაუნ სიტი 2 (1)
ეროვნული ნაკრები
1972–1982 ინგლისი 63 (21)
სამწვრთნელო კარიერა
1992–1997 ნიუკასლ იუნაიტედი
1998–1999 ფულჰემი
1999–2000 ინგლისი
2001–2005 მანჩესტერ სიტი
2006 ნიუკასლ იუნაიტედი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯოზეფ კევინ კიგანი (ინგლ. Joseph Kevin Keegan დ. 14 თებერვალი, 1951, არმთორპი, დონკასტერი, სამხრეთ იორკშირი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი) და მწვრთნელი. სხვადასხვა დროს იცავდა „სკანთორპ იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „ჰამბურგის“, „საუთჰემპტონის“, „ნიუკასლ იუნაიტედის“, „ბლექთაუნ სიტისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ინგლისის სამგზის ჩემპიონი (1973, 1976, 1977) და ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1974, 1975), ინგლისის თასის მფლობელი (1974) და ფინალისტი (1977), ინგლისის სუპერთასის ორგზის მფლობელი (1974, 1976), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1977) და უეფა-ს თასის ორგზის მფლობელი (1973, 1976) „ლივერპულის“ შემადგენლობაში. გერმანიის ჩემპიონი (1979) და ვიცე-ჩემპიონი (1980), გერმანიის თასის მფლობელი (1977), ევროპის სუპერთასისა (1977) და ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1980) „ჰამბურგის“ შემადგენლობაში. 1980 წლის იტალიის ევროპის ჩემპიონატისა და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ითვლება ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ფეხბურთელად. როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი (1978, 1979). ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთადერთია ვინც ორჯერ შეძლო ამ საპატიო ტიტულისა და პრიზის მოპოვება.[1]

2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ფეხბურთის ავტორიტეტული ექსპერტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში კიგანი მე-16 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსის, გრემ სუნესის, გარი ლინეკერისა და სტივენ ჯერარდის შემდეგ.[2] რამდენიმე თვით ადრე, იმავე წლის 20 აპრილს, ცნობილ საფეხბურთო ჟურნალში „FourFourTwo“ — ამავე გამოცემის სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო მიმომხილველის, ნიკ მურის (ინგლ. Nick Moore) მიერ გამოქვეყნდა „ლივერპულის“ ყველა დროის 11 უდიდესი მოთამაშე, სადაც კევინ კიგანი წარმოდგენილია ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც არიან — რეი კლემენსი, გრემ სუნესი, ბილი ლიდელი, რონ იეითსი, ლუის სუარესი, ჯონ ბარნსი, ალან ჰანსენი, იან რაში, სტივენ ჯერარდი და კენი დალგლიში.[3]

ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2002 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).[4][5]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972–1982 წლებში იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 63 მატჩი ითამაშა (აქედან 31 შეხვედრა გუნდის კაპიტნის რანგში) და 21 ბურთი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კევინ კიგანმა მსოფლიო ჩემპიონატების მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე ესპანელებთან გამართულ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ჯგუფის დასკვნით მატჩში.

აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში გამართული წინა შეხვედრა ინგლისელებმა დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ფრედ — 0–0 ითამაშეს, ხოლო თავის მხრივ, ბუნდესნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით — 2–1. ამდენად, არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ინგლისელები ნახევარფინალში მხოლოდ ორი ბურთის სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში გადიოდნენ.

შეხვედრაში, რომელიც კიგანის სანაკრებო კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული პირველი და უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა მან მხოლოდ 26 წუთი დაჰყო მოედანზე. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა რონ გრინვუდმა (ინგლ. Ron Greenwood) იგი ნაკრების მეორე ფორვარდის ტონი ვუდკოკის (ინგლ. Tony Woodcock) ნაცვლად მეორე ტაიმის მე-19 წუთზე შემოიყვანა. კიგანს, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე და მეტად სახიფათო იყო შეტევების, როგორც ორგანიზებისა და წარმართვის, ისე, განსაკუთრებით მის დამამთავრებელ ფაზებში, არცთუ დიდი დრო რჩებოდა, იმისთვის, რომ როგორმე გარდატეხა შეეტანა შექმნილ ვითარებაში. თუმცა, კიგანისა და მისი თანაგუნდელების მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ესპანელთა დაცვითი ზღუდეების გარღვევა და მათი კაპიტნის, ლეგენდარული ესპანელი მეკარის — ლუის არკონადას (ესპ. Luis Arconada) კარის აღება. შეხვედრა უგოლო ფრით — 0–0 დასრულდა. ინგლისელებმა ტურნირის შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ, მასპინძლებთან ერთად ასე დაასრულეს XII მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა.[6]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი ინგლისის დროშა 7 თავდამსხმელი 1 0 0 1 0 მეორე ეტაპი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ლივერპული
ინგლისის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (3): 1972–73, 1975–76, 1976–77
  • ვიცე-ჩემპიონი (2): 1973–74, 1974–75
ინგლისის თასი
  • თასის მფლობელი: 1973–74
  • ფინალისტი: 1976–77
ინგლისის სუპერთასი
  • თასის მფლობელი (2): 1974, 1976
გერმანიის დროშა ჰამბურგი
გერმანიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978–79
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979–80
გერმანიის თასი
  • თასის მფლობელი: 1979

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ლივერპული
ევროპის ჩემპიონთა თასი
  • თასის მფლობელი: 1976–77
უეფა-ს თასი
  • თასის მფლობელი (2): 1972–73, 1975–76
გერმანიის დროშა ჰამბურგი
ევროპის ჩემპიონთა თასი
  • ფინალისტი: 1980
ევროპის სუპერთასი
  • ფინალისტი: 1977

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
France Football-ის ვერსიით
Onze d'Or-ის ვერსიით
FIFA 100
  • ასეულის წევრი: 2004[16][17]
ინგლისური ფეხბურთის მუზეუმი:
  • დიდების დარბაზის წევრი: 2002[18][19]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Planet World Cup
National Football Teams
Soccerbase

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]