კატეგორიის განხილვა:ისტორია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალსანდრო, შეიძლება შენი ნამუშევარი ცუდი არ არის, მაგრამ მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. ალბათ ქართულ ვიკიში უფრო მისაღები იქნებოდა ქართული სიმბოლიკების გაკეთება მაგ. როგორიცაა ჩემი გაკეთებული თარგი:საქართველოს ისტორია თარგი:საქართველოს ხუროთმოძღვრება შეიძლება სხვები გაკეთება. ამ სიდიდის ტექსტი კატეგორიაში რამდენად მისაღებია? ალბათ უფრო ისტორიის portal-ში მისაღები იქნებოდა ან თვით სტატია:ისტორიაში Zangala 12:29, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეს კატეგორია მარტო საქართველოს არ ეხება. საქართველოს ისტორიის კატეგორიაში შეიძლება ზემოთ ხსენებული იკონკების ჩასმა. რაც შეეხება ტექსტებს: (პირველი) ეს კატეგორია პორტალის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, (მეორე) ახალ თავფურცელში ამ და სხვა მთავარ კატეგორიებზე პირდაპირი ბმულია და სანამ პორტალები არ გვაქვს მშრალი ჩამონათვალის ნაცვლად მცირე შესავალი მათ უფრო მიმზიდველს ხდის ახალი მომხმარებლებისთვის (ზოგიერთ სხვა ენებშიც ამგვარადაა). გადასახედია კიდევ, და მგონი ჩასამატებელია ერთი წინადადება, თუ რა არის ამ კატეგორიაში თავმოყრილი. Alsandro 12:52, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვიცი, რომ მხოლოდ საქართველოს ისტორიას არ ეხება. მაგრამ ამით კოპირებისთვის თავის არიდება მინდოდა. თუ ზუსტად გავიგე პორტალების შექმნის შემდეგ ეს ყველაფერი წაიშლება და შეიცვლება პორტალის ნიშნით. ამის მომხრე ნამდვილად ვარ. კატეგორიაში შეიძლება მხოლოდ იკონკა (ხატულა) იყოს მოთავსებული. Zangala 13:38, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

არა, წასაშლელი არაფერი იქნება, დასახვეწი - შეიძლება, გადახედე სხვაენოვან ვიკიპედიებსაც. (შენი იკონკა საქართველოს ისტორიის კატეგორიაში უკვე ჩავსვი). -Alsandro 13:45, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გადავხედე ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, ფრანგულ კატეგორია:ისტორიას - მხოლოდ გერმანულში ინკონკა და ორი წინადადებაა იმის შესახებ, თუ რა არის მოცული ამ კატეგორიაში, ხოლო დანარჩენებში პორტალები და ვიკიმედია.Zangala 14:06, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

თუ შეხედავ ამ ვარიანტს ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო - სათაურში ძირითადი კატეგორიებია (გერმანულის მაგალითზე), იდეაში მათზე დაწკაპუნებით შედიხარ კატეგორიაში, რომელიც სტილით მას ემსგავსება. გადასახედია კიდევ ბევრჯერ, ჯობდეს, როგორც არქიტექტურის კატეგორიაშია, ან კიდევ რაიმე სხვა. მოკლედ, ჯერ მთავარი გვერდის დიზაინია გადასაწყვეტი. Alsandro 14:03, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


გერმანულში გადადიხარ პორტალებზე და არა კატეგორიებზე.Zangala 14:09, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ხანდახან მგონია რომ თინეიჯერი ხარ. დაფიქრდი სანამ რაღაცას დაწერ, რა უკმეხი პასუხია. ამაზე უკვე საუბარი აღარ მინდა, გამგები გაიგებს რას ვგულისხმობ. Alsandro 14:15, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მე ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება კი ყველა მომხმარებელს აქვს. კატეგორიაში უნდა დაიწეროს ინფორმაცია, თუ რა არის თავმოყრილი კატეგორიაში, ხოლო თუ რა არის ისტორია მომხმარებელი ეცნობა თვით ისტორიის სტატიიდან.Zangala 15:00, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ტაქტი, ტაქტი... Alsandro 15:11, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


ალსანდრო, ჩვენ ვართ კოლეგები (მართალია ერთმანეთს არ ვიცნობთ). ამ გვერდზე მიწერ-მოწერაში ნამდვილად არ ვთვლი, რომ რამე უტაქტოდ გიპასუხე/დავწერე. ტაქტს ყოველთვის სხვისგან ითხოვ. ვიცი ადვილად გამოდიხარ მწყობრიდან - ნამდვილად, გულით ვცდილობ უხეშად რამე არ დავწერო(გინდ დაიჯერე და გინდ არა). სულ არ მინდა შეურაცხყოფის მიღება არც შენგან(შენი კარგად მახსოვს) და არც სხვისგან. აქვე მინდა დავწერო, თუ გერმანულ ვიკიპედიაში ისტორიის კატეგორიაზე რა წერია:"ეს კატეგორია მოიცავს ყველა იმ მთავარ კატეგორიას, რომელსაც თემატურად ისტორია მიეკუთვნება. ცალკეული სტატია მისი შესატყვისი დაბალი საფეხურის კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს."Zangala 17:25, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ არათავაზიანი კომენტარი, უტაქტობა მაღიზიანებს. ხშირად რასაც გულისხმობ დაწერილი არც ისე თავაზიანი გამოგდის. მაგ.: ეს ფრაზა ზემოთ: ”გერმანულში გადადიხარ პორტალებზე და არა კატეგორიებზე.” ჩემს თვალში იკითხება დაახ. ასე ”შე ხეპრე, ვერ ხედავ რომ ...” მაპატიე ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ საკუთარი აზრის დიპლომატიურად გამოხატვა უნდა შეძლო. თან ეს ფრაზა ამ დისკუსიაში არაფრის მომცემი იყო, დისკუსიის ნაცვლად ანტაგონისტური ელემენტი შემოიტანე და საერთოდ დავკარგეთ ამ საკითხის განხილვის სურვილი. არ ვარგა ასე, უნდა ვცეთ პატივი იმ ფაქტს, რომ აქ სრულიად ნებაყოფლობით ჩვენს დროსა და ნიჭს ვახმართ ამ პროექტს, რომელსაც ორივე საშვილიშვილოდ (ალბათ არ ვაზვიადებ) მნიშვნელოვნად ვთვლით. ვეცადოთ მოხუჯურად (მიყვარს ეს სიტყვა) შევუწყოთ აზრები ერთმანეთისას და თავი ავარიდოთ პოლემიკას, მითუმეტეს ამ თემაზე - კატეგორიის თავში ერთი წინადადება იქნება თუ ორი რამდენიმად აქტუალურია, როდესაც ამდენი სხვა ჯერ არ დაწერილი თემაა? ეს კამათი კი დროს გვაკარგვინებს. -Alsandro 17:53, 11 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]