კალორიმეტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალორიმეტრია (ლათ. calor — „სითბო“ და ...მეტრია) — აირის, სითხისა და მყარი სხეულის კუთრი თბოტევადობის, აგრეთვე სხვადახვა ფიზიკურ-ქიმიური პროცესების სითბური ეფექტის გაზომვის მეთოდების ერთობლიობა. კალორიმეტრიული გაზომვებისათვის იყენებენ კალორიმეტრებს, რომელთა კონსტრუქციას განსაზღვრავს გაზომვის პირობები (პირველ რიგში ტემპერატურული ინტერვალი 0.1-4000 K) და საჭირო სიზუსტე. კალორიმეტრია მაღალტემპერატურულია, თუ პროცესი მიმდინარეობს 400 k-სა და მეტი ტემპერატურის დროს, ხოლო თუ გაზომვა თხევადი აზოტის, წყალბადისა და ჰელიუმის ტემპერატურის ფარგლებში მიმდინარეობს, კალორიმეტრია დაბალტემპერატურულია.

კალორიმეტრიული გაზომვების შედეგებსფართოდ იყენებენ თბოტექნიკაში, მეტალურგიაში, ქიმიურ ტექნოლოგიაში.

კალორიმეტრიას ბიოლოგიაში იყენებენიმ სითბური ეფექტების დასადგენად, რომლებიც თან ახლავს ცხოველმოქმედების პროცესებს. ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს ენდოთერმული (სითბოს შთანთქმით) და ეგზოთერული (სითბოს გამოყოფით) პროცესები. მაგალითად, დადგენილია, რომ ნაწლავის ჩხირი საათში გამოყოფს ~4·10⁻⁹ ჯ (~10⁻⁹ კალ) სითბოს, ადამიანი კი — ~2·10⁵ ჯ (~5·10⁻⁴ კალ). როცა პირდაპირი კალორიმეტრია შეუძლებელია, სითბურ ეფექტს ადგენენ არაპირდაპირი მეთოდებით (არაპირდაპირი კალორიმეტრიით), მაგალითად აირცვლის ინტენსივობის მიხედვით. ამასთან სუნთქვის კოეფიციენტის მიხედვით ადგენენ ორგანულ ნაერთების დაჟანგვაზე დახარჯული O2-ოს რაოდენობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]