კალოთანა
კალოთანა | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 44°57′52″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.96444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2978 მ |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ლიასური თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
კალოთანა, კალოთანისღელე — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2978 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალოთანის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით. საცალფეხო გზა გადადის ხევსურეთის არაგვის ხეობიდან მდინარე არხოტისწყლის ხეობაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 502.