კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანის უფლებების შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანის უფლებების შესახებ (ინგლ. Cairo Declaration on Human Rights in Islam) — ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული დეკლარაცია. მიიღეს კაიროში (ეგვიპტე) 1990 წლის 5 აგვისტოს,[1] გადაიხედა და ახალი ვერსია მიიღეს 2020 წელს. დეკლარაციაში მოცემულია ადამიანის უფლებები ისლამური პერსპექტივიდან. 1990 წლის ვერსია ერთადერთ წყაროდ შარიათს ასახელებს, ხოლო 2020 წლის ვერსიაში შარიათი არ არის დაკონკრეტებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალმა მუსლიმურმა სახელმწიფომ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მასში არადასავლური სახელმწიფოების კულტურული და რელიგიური კონტექსტი არ იყო გათვალისწინებული.[2] 1981 წელს გაეროში ირანის წარმომადგენელმა საიდ რაჯაიე-ხორასანმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის პოზიციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეკლარაცია წარმოადგენდა „იუდაისტურ-ქრისტიანული ტრადიციის სეკულარულ გაგებას“ და მისი მიღების შემთხვევაში მუსლიმებს ისლამური კანონის დარღვევა მოუწევდათ.[3]

კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანს უფლებების შესახებ 1990 წელს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს. 2012 წლისთვის დეკლარაციისთვის 45 სახელმწიფოს აქვს ხელი მოწერილი.[4] 1992 წელს დეკლარაცია გაეროს ადამიანის უფლებების კომისიას წარუდგინეს, სადაც იურისტთა საერთაშორისო კომისიამ ის მკაცრად დაგმო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brems, E (2001). „Islamic Declarations of Human Rights“, Human rights: universality and diversity: Volume 66 of International studies in human rights. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 241–84. ISBN 90-411-1618-4. 
  2. National Review Online, Human Rights and Human Wrongs დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. , David G. Littman, January 19, 2003, retrieved 30 May, 2012
  3. Universal Human Rights and 'Human Rights in Islam'. Midstream.
  4. Anver M. Emon, Mark Ellis, Benjamin Glahn: Islamic Law and International Human Rights Law p. 113. Oxford University Press, 2012.