თარგი:დღის სტატია:06-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონგის დროშა
ტონგის დროშა

ტონგა (ტონგ. — Tonga, ინგლ. Tonga), ოფიციალური სახელწოდება ტონგის სამეფო (ტონგ. — Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამოას, აღმოსავლეთით ნიუეს ხოლო დასავლეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. საერთო ფართობია — 748 კმ². ქვეყნის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 103 252 ადამიანს. ქვეყნის დედაქალაქია — ნუკუალოფა.