თარგი:დღის სტატია:04-9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები

9 აპრილის ტრაგედია1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც.