შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1966 (1966-10-29) (57 წლის)
დაბადების ადგილი მესტია, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვიქტორ ჯაფარიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1966, მესტია) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1994-1999 წლებში მუშაობდა მარნეულის კოოპერატიული მრეწველობის კომბინატში. 1999-2000 წლებში იყო მარნეულის ელექტროქსელის დირექტორი; 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2012 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ჯაფარიძემ ხმათა 49,73% მიიღო (2859 ხმა). [1] 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

2022 წლის 4 ოქტომბერს ჯაფარიძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა რომ მან ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის წილების 52% შეიძინა. [3] 2023 წლის 5 მაისიდან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]