ვატიკანის საიდუმლო არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანის გერბი

ვატიკანის საიდუმლო არქივი (ლათ. Archivum Secretum Vaticanum) - ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში მდებარე სახელმწიფო დოკუმენტაციის, პაპის ფინანსური წიგნაკების, ვატიკანის საკანონმდებლო დოკუმენტაციის საცავი. საიდუმლო არქივი ვატიკანის ბიბლიოთეკას მე-17 საუკუნეში გამოეყო, პაპი პავლე V-ის ბრძანების თანახმად. გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტთა უმრავლესობა კონფიდენციალურია, 1881 წლამდე არქივი მთლიანად მიუწვდომელი იყო მკვლავართათვის. თუმცა 1881 წელს, პაპმა ლეო XIII-მ მკვლევარებს ნებართვა დართო გაცნობოდნენ ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტაციას. დღესდღეობით, ყოველწლიურად ათასზე მეტი მკვლევარი სარგებლობს ვატიკანის არქივის დოკუმენტაციით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]