დუბროვნიკის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუბროვნიკის საკათედრო ტაძარი
დუბროვნიკის საკათედრო ტაძარი — ხორვატია
დუბროვნიკის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°38′23″ ჩ. გ. 18°06′38″ ა. გ. / 42.63972° ჩ. გ. 18.11056° ა. გ. / 42.63972; 18.11056
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
პროვინცია დუბროვნიკ-ნერეტვა
სასულიერო სტატუსი მოქმედი ეკლესია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი იტალიური ბაროკო
თარიღდება 1670

დუბროვნიკის საკათედრო ტაძარი (ხორ. Katedrala Velike Gospe, Katedrala Marijina Uznesenja) — კათოლიკური ეკლესია ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში. დუბროვნიკის დიოცეზის საკათედრო ტაძარი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ააგეს რამდენიმე ყოფილი ტაძრის, მათ შორის VII, X და XI საუკუნეების შენობების ადგილზე. ბაზილიკის მშენებლობა ნაწილობრივ დააფინანსა ინგლისის მეფემ რიჩარდ ლომგულმა. 1192 წელს რიჩარდი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობიდან ბრუნდებოდა და კუნძულ ლოკრუმთან გემი ჩაეძირა. მეფე გადარჩა და სწორედ მაშინ დადო აღთქმა, რომ ტაძარს ააგებდა.[2]

ეს შენობა განადგურდა 1667 წლის მიწისძვრის დროს.[3]

მიწისძვრის შემდეგ დუბროვნიკის რესპუბლიკის სენატმა ახალი ტაძრის პროექტის შემუშავება არქიტექტორ ანდრეა ბუფალინის დაავალა. თავად სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც 30 წელი გაგრძელდა, ხელმძღვანელობდნენ ფრანჩესკო კორტეზე (1669-1670 წწ.), პაოლო ანდრეოტი (1671-1674 წწ.), პიერ ანტონიო ბაცი (1677-1678 წწ.) და ტომაზო ნაპოლი პალერმოდან (1689-1700). ამ უკანასკნელმა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ბუფალინის თავდაპირველ გეგმაში. ტაძრის არქიტექტურა ეფუძნება იტალიური ბაროკოს ტრადიციებს. ტაძარი შედგება სამი ნავისა და სამი აფსიდისგან და ადგას დიდი ბაროკოს გუმბათი.[4][2] შენობა 1713 წელს დაასრულა დუბროვნიკელმა არქიტექტორმა ილია კატიჩიჩმა.[2]

შენობა დაზიანდა 1979 წელს მონტენეგროს მიწისძვრის შედეგად.[2] ტაძარი დაზიანდა სულ მცირე ერთი ჭურვით 1991 წელს დუბროვნიკის ალყის დროს.[5] დაზიანება ამჟამად აღდგენილია.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dubrovnik, history, culture, art heritage by Antun Travirka; Forum, Zadar, 2014; ISBN 978-953-179-884-6
  • The Cathedral Treasury
  • Vežić, Pavuša (2014). „Ikonografija romaničke katedrale u Dubrovniku“. Ars Adriatica (ხორვატული) (4): 63–74. ციტირების თარიღი: 9 January 2017.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biskupija Dubrovačka დაარქივებული October 14, 2007, საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Katedrala Uznesenja Marijina hr. croatia.hr. ციტირების თარიღი: 9 January 2017
  3. Sacred Destinations Travel Guide (based on information in Frommer's)
  4. Katarina Horvat-Levaj; Relja Seferović (2006). „Baroque Reconstruction of the Rector's Palace in Dubrovnik“. Dubrovnik Annals (10): 87–122.
  5. Destruction of cultural property report S/1994/674/Add.2 (Vol. V) 28 December 1994, United Nations Security Council დაარქივებული November 21, 2007, საიტზე Wayback Machine.
  6. Architecture Week, 2001, Roofs of Dubrovnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-13. ციტირების თარიღი: 2008-01-01