გუდაფშუტოვანი სოკოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდაფშუტოვანი სოკოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ლათინური სახელი
Ustilaginales

გუდაფშუტოვანი სოკოები (ლათ. Ustilaginales) — ბაზიდიუმიანი სოკოების რიგი. შეიცავს 900-მდე სახეობას. უმაღლესი მცენარეების პარაზიტებია. ავადებენ როგორც ველურ, ისე კულტურულ მცენარეებს, განსაკუთრებით მარცვლოვან კულტურებს. იწვევენ დაავადება გუდაფშუტას, რის შედეგადაც მცენარის ზოგიერთი ორგანო მთლიანად იშლება მტვრისებრ ქლამიდოსპორებად. სხვადასხვა ორგანოზე — ყვავილზე, ღეროსა და ფოთოლზე, იშვიათად ფესვზე უვითარდება. ქლამიდოსპორის გაღივების შედეგად წარმოიქმნება ბაზიდიუმი.

უსტილაგოსებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ოთხუჯრედიანი ბაზიდიუმი (ფრაგმობაზიდიუმი) უვითარდებად, რომელთა გვერდებზე გამონაზარდების სახით წარმოიქმნება ბაზიდიოსპორები. ტილეციასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ერთუჯრედიანი ბაზიდიუმი, რომლის ძაფისებრი ბაზიდიოსპორები ვითარდება. ბაზიდიოსპორების კოპულაციის შედეგად წარმოიქმნება ორბირთვიანი უჯრედები, რომელთაგანაც მიცელიუმი ვითარდება. მხოლოდ აქედან განვითარებული მიცელიუმი აავადებს მცენარეს. დაავადება უმეტესად დიფუზიურია — სოკოს მიცელიუმი მოედება მთელ მცენარეს, სპორები კი მხოლოდ გარკვეულ ორგანოებში წარმოიქმნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]