ბეჩოს უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჩო (მრავალმნიშვნელოვანი).
ბეჩოს უღელტეხილი
კოორდინატები: 43°10′29″ ჩ. გ. 42°34′33″ ა. გ. / 43.174917° ჩ. გ. 42.575889° ა. გ. / 43.174917; 42.575889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3375 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ბეჩოს უღელტეხილი — საქართველო
ბეჩოს უღელტეხილი
ბეჩოს უღელტეხილი — რუსეთი
ბეჩოს უღელტეხილი

ბეჩოს უღელტეხილი, იუსენგიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ბაბისმთასა და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3375 მ. დაფარულია ყინულით (ჩრდილოეთით იუსენგის და სამხრეთით დოლრას მყინვარი). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდინარე დოლრაჭალის სათავეებიდან, მესტიის მუნიციპალიტეტი) ბაქსანის ხეობაში (მდინარე იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი).

ბეჩოს უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ყველაზე ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]