ალექსანდრე ლუარსაბის ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე.
ალექსანდრე ლუარსაბის ძე
დაბადების თარიღი 1680
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 1711
წოდება გენერალი

ალექსანდრე ლუარსაბის ძე (ბაგრატიონი) (გ. 1711) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის შვილი.

მსახურობდა ირანში; იყო შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ნაცვალი ქირმანში, შემდეგ ავღანეთში. მეთაურობდა ავღანეთისა და ქირმანის ჯარების ქართულ რაზმებს (დაახლოებით 2 ათასი კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღანელ და ბელუჯ ტომებს, დაიღუპა ყანდაართან ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]