მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Main Page)

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

კალათბურთის ბურთი
კალათბურთის ბურთი
ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) - პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ლიგამ შეიერთა ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) 1949 წელს, და წარსდგა ახალი ფორმატით, რომელმაც ლიგის სახეცვლილებაც გამოიწვია და NBA გახდა. ფილადელფია უორიორსი გახდა ინაუგურაციის წელს - 1947 პირველი ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წლებში ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს. 6 გუნდი BAA-დან კვლავ აქტიურია NBA 2009-10 წლების სეზონებამდე. ინაუგურაციის სეზონი ლიგამ 11 გუნდით დაიწყო, მომდევნო 1947-48 წლებში ლიგა 8 გუნდამდე შემცირდა, თუმცა 1948-49 წლების სეზონში კი 12-მდე გაიზარდა.

დღის სურათი

მეტროს სადგური „ჩკალოვსკაია“, ეკატერინბურგი
მეტროს სადგური „ჩკალოვსკაია“, ეკატერინბურგი
მეტროს სადგური „ჩკალოვსკაია“, ეკატერინბურგი

6 ივნისი — ამ დღეს...

გუსტავ ვაზა
გუსტავ ვაზა
  • 1523 : გუსტავ ვაზა (სურათზე) შვედეთის მეფე გახდა, რითაც კალმარის უნია დასრულდა.
  • 1944 : მმო : ოპერაცია „ოვერლორდი“ დაიწყო ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმით, რაც ისტორიაში უმსხვილესი ამფიბიური სამხედრო ოპერაცია გახდა.
  • 1971 : კოსმოდრომ ბაიკონურიდან გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სოიუზ XI.
  • 1982 : ლიბანის ომი დაიწყო ისრაელის ჯარის შეჭრით სამხრეთ ლიბანში.
  • 2004 : ინდოეთის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ინდოეთის პრეზიდენტმა აბდულ ქალამმა ტამილური ინდოეთის პირველ ლეგალურად ცნობილ კლასიკურ ენად გამოაცხადა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი